სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რესტორან "რიკოთის" ერთი თანამშრომლის ცხედარი მწყემსმა მდინარეში იპოვა

შაბათს მომხდარი მეწყრისა და ღვარცოფის შედეგად რიკოთის უღელტეხილზე დაღუპულთა რიცხვი ერთით გაიზარდა: შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, მდინარესთან მყოფმა მწყემსმა შემთხვევით აღმოაჩინა ცხედარი, რომელიც ნაპირთან ახლოს ტივტივებდა.

მწყემსმა საკუთარი ინიციატივით დაამაგრა ცხედარი ისე, რომ იგი წყალს ვეღარ წაეღო, თვითონ კი საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა. რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მაშველები მივიდნენ, ცხედარი ნაპირზე გამოიტანეს და პროზექტურაში გადაასვენეს. იგი რესტორან "რიკოთის" ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელიც ოჯახის წევრებმა უკვე ამოიცნეს.

"მაშინ, როცა წყალი მოვარდა, სამზარეულოში მუშაობდა, ხაჭაპურებს აცხობდა. ეტყობდა, გარეთ გამოსვლა ვერ მოასწრო", - თქვა დაღუპულის ძმამ, პაატა ხაჩიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100