რუსულ-თურქული დაპირისპირება და საქართველო
გასულ კვირას, ერთ-ერთ ინგლისურენოვან საითზე გამოჩნდა მცირე მოცულობის სტატია, სათაურით: "ვიკილიკსი: თურქეთი მზად იყო ებრძოლა რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში".
ჯფდკჯფლდ
ჯფდკჯფლდ
მასალის თანახმად, 2008 წლის ომის დროს თურქეთის ხელისუფლებამ რუს კოლეგებს მიმართა, რომ რუსული ჯარების საქართველოს, და კერძოდ, აჭარის ტერიტორიაზე ხანგრძლივი ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის საომარი მოქმედებები დაწყებულიყო.
ჯფდკჯფლდ
ჯფდკჯფლდ
სააგენტო იუწყება, რომ თურქეთის დელეგაციამ მედვედევს განუცხადა: “თუ რუსეთი საომარ ოპერაციას აწარმოებს თურქეთის საზღვართან, თურქული მხარე, როგორც ნატოს წევრი, თავს უფლებას მისცემს ჩაერიოს საომარ მოქმედებებში და დაიცვას საკუთარი საზღვარი”.
ჯფდკჯფლდ
ჯფდკჯფლდ
ექსპერტების თქმით, ეს სენსაციური ინფორმაციაა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ წლებში მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები თითქოს გაუმჯობესდა.
ჯფდკჯფლდ
ჯფდკჯფლდ
როგორც დასავლური პრესა აღნიშნავს, თუნდაც ეს ცნობა მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ფეთქებადსაშიში ვითარება იყო რეგიონში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს.
ჯფდკჯფლდ
ჯფდკჯფლდ
ყველა შემთხვევაში, რუსეთ-თურქეთის შეიარაღებული კონფლიქტი ძლიერი დარტყმა იქნებოდა რეგიონული და ევრაზიული უსაფრთხოებისათვის, და შესაძლოა, პროვოცირებაც მომხდარიყო დიდი ტრანსკონტინენტური ომის დაწყებისა, ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების მონაწილეობით.
ჯფდკჯფლდ
ჯფდკჯფლდ
თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა და, შესაბამისად, დაუდასტურებელია. ამიტომ ექსპერტებს და ჟურნალისტებს მხოლოდ ვარაუდების გამოთქმის საშუალება ეძლევათ.
მაგრამ ამ ცნობის გარეშეც, საქმეში ჩახედულმა თითოეულმა ადამიანმა იცის, რომ თურქეთი, მიუხედავად რუსეთთან თანამშრომლობისა, რჩება ერთადერთ სახელმწიფოდ რეგიონში, რომელიც ყველაზე აქტიურად ემუქრება აქ რუსეთის ჰეგემონიას.
ჯფდკჯფლდ
ჯფდკჯფლდ
ამიტომ, იმის მიუხედავად, ნამდვილად არსებობს თუ არა ვიკილიკსის ეს სკანდალური დეპეშა, რუსეთ-თურქეთის სავარაუდო ომის შესახებ სტატია უკვე საშიში სიგნალია. სწორედ ამიტომაც არის, რომ ინფორმაციამ რუსული და დასავლური მედიის დიდი დაინტერესება გამოიწვია და ვარაუდებისათვის ახალი ვერსიებიც გააჩინა.
კომენტარი