სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში დაკავებულ ქართველ „კანონიერ ქურდს“ ხუთწელიწადნახევრის პატიმრობა მიუსაჯეს

ქართველ "კანონიერ ქურდს" მალხაზ აფციაურს რუსეთში ხუთწლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოსკოვის კუნცევსკის რაიონულ სასამართლოში ქართველ "კანონიერ ქურდს" მალხაზ აფციაურს განაჩენი გამოუტანეს. აფციაური კრიმინალურ წრეებში "ვარდენი"-ს ზედმეტსახელითაა ცნობილი.

"განსასჯელი დამნაშავედ აღიარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვაში და მას ხუთნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა", _ წერს რუსული მედია და აღნიშნავს, რომ სტავროპოლის მაცხოვრებელი მალხაზ აფციაური გასული წლის 13 სექტემბერს მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებმა დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას თან 3, 94 გრ. ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი აღმოაჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100