
ოჯახური კონფლიქტი ზუგდიდში - მამაკაცმა საკუთარი და დაჭრა
ოჯახური კონფლიქტი მოხდა ზუგდიდში - მამაკაცმა საკუთარი და დადიანების სასახლის ეზოში ცივი იარაღით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული უკვე გადაყვანილია ადგილობრივ სტაციონარში, ხოლო დამნაშავე მალევე დააკავეს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დაშავებულს ჭრილობები მხრისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
საქმეზე გამოძება 11 პრიმა 117-ე მუხლით მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარი