7 სექტემბერს დაანონსებულია Apple-ის პრეზენტაცია, სადაც მოხდება ახალი აიფონის წარდგენა
7 სექტემბერს დაანონსებულია Apple-ის პრეზენტაცია, სადაც მოხდება ახალი აიფონის წარდგენა.
საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, ახალი აიფონი წინა მოდელებთან შედარებით საკმაოდ განსხვავებული ვიზუალის იქნება, თუმცა Apple-მა ყურადღება უმეტესწილად ტელეფონის ტექნიკურ მახასიათებლებსა და ახალი სისტემის ოპტიმიზაციაზე გადაიტანა.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყოველი მომდევნო მოდელი ბევრად ძლიერი პროცესორით არის აღჭურვილი, რომელიც წინამორბედს მინიმუმ 30%-ით სჯობნის.
საქართველოში Apple_ს ყველაზე მსხვილი რეალიზატორი მაღაზიათა ქსელი “iPhone+” პრეზენტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “იმის გათვალისწინებით, რომ A9 ჩიპით აღჭურვილი iPhone 6S (iPhone 6S Plus) ამჟამად ყველაზე სწრაფი ტელეფონია ბაზარზე, ახალი აიფონის შესაძლებობების წარმოდგენა Apple-ის პროდუქციის მომხმარებლებში, მოყვარულებსა და ენთუზიასტებში დიდ მოლოდინს იწვევს.
დიდი ალბათობით, Apple ახალი აიფონების მეხსიერებებსაც გააორმაგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 16GB-ის ფასად მივიღებთ 32GB-იან და ასევე, უპრეცედენტო სიახლეს, 256GB-იან ვარიანტს.
მაღალი ხარისხით ჟღერადობის ყურსასმენებს ენერგია სჭირდება. აიფონის ყურსასმენის 3.5 მილიმეტრიან პორტს არ შეუძლია საკმარისი ენერგიის გაცემა, აქედან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ Apple-მა ახალ აიფონებზე 3.5 მილიმეტრიანი პორტი გააუქმოს და ყურსასმენების შეერთება დამტენის პორტში იყოს შესაძლებელი, ან ახალი უკაბელო ყურსასმენი გამოუშვას.
უკაბელო, "ბლუთუზ" ყურსასმენი ნამდვილად გენიალური გადაწყვეტილებაა, რადგან ტელეფონიდან მოსმენილი სიმღერა პროფესიონალურ მოწყობილობებსაც კი გაუტოლდება. ორივე შემთხვევაში მომხმარებელი მოგებული დარჩება.
კომენტარი