
ავსტრიის პრეზიდენტის რეზიდენციაში აფეთქების საშიშროების გამო ევაკუაცია გამოცხადდა
ვენაში, ჰოფბურგის სასახლეში, სადაც ავსტრიის პრეზიდენტის ოფისია განთავსებული, ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი ელექტრონული წერილი გახდა, რომელიც სასახლეში ბომბის შესახებ შეტყობინებას შეიცავდა. სამართალდამცველები ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.
კომენტარი