სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 403 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 438 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 774, პისიარტესტით – 8 664.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 243 255 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 227 611 გამოჯანმრთელდა, 2 846 კი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100