კრიმინალური გარჩევა თბილისში - დაპირისპირების დროს დაჭრილ პირებს ოპერაცია ჩაუტარდათ და მათი მდგომარეობა მძიმეა
კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი პირების მდგომარეობა მძიმე რჩება. ორივე მათგანს ღამით ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობას.
კრიმინალური გარჩევა თბილისის ცენტრში გუშინ მოხდა. ორი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კიდურების არეში დაჭრეს.
კლდიაშვილი ქუჩაზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება ორი მუხლით - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებით მიმდინარეობს.
კომენტარი