გეი შვილის მკვლელობისთვის დასჯილი მამა
თურქეთის დიარბაქირის ისტორიულ პროვინციაში, გაუფრთხილებლობით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და უვადო პატიმრობა შეუფარდეს ადამიანს, რომელმაც საკუთარი შვილი მოკლა იმის გამო, რომ გეი იყო და „ოჯახს არცხვენდა“.
დასახელებული საქმე თითქმის ორი წლის მანძილზე განიხილებოდა და დასრულდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც დიარბაქირის სისხლის სამართლის სასამართლომ როსინ ჩიჩეკის მკვლელობის გამო მეტინ ჩიჩეკი და მისი ძმები – სეიჰმუს ჩიჩეკი და მეჰმეტ ჩიჩეკი გაასამართლა.
17 წლის ყმაწვილი დაჭრილი იპოვეს 2012 წლის 2 ივნისს, იგი ორ დღეში გარდაიცვალა.
სასამართლომ არ მიიღო მეტინ ჩიჩეკის დაცვის ვერსია იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა შვილი შემთხვევით მოკლა. უვადო პატიმრობა შეეფარდათ ასევე მოზარდის ბიძებს.
სასამართლოზე ესწრებოდნენ ლგბტ და უფლებადამცველი
ორგანიზაციები,
თურქული მედია, ასევე თურქეთის პარლამენტის ოპოზიციური პარტიის წევრები.
სასამართლოს
მიმდინარეობისას,
ჩიჩეკის ოჯახის წევრები იმუქრებოდნენ, რომ „თუ რომელიმე ბრალდებული გასამართლდებოდა,
ყველა იქ მყოფს დახოცავდნენ – ადვოკატებსაც და პარლამენტის წევრებსაც“. ისინი თავს დაესხნენ დარბაზში მყოფ ლგბტ უფლებადამცველებს;
სამმა ადამიანმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
შედეგად, პოლიციამ განაცხადა, რომ ვერ უზრუნველყოფდა ლგბტ უფლებადამცველთა უსაფრთხოებას, და ისინი იძულებულნი გახდნენ, სხდომა დაეტოვებინათ.
სეზგინ ტანრიკულუმ, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, ხელისუფლებისგან ლგბტ ადამიანების მიმართ სიძულვილისა და დისკრიმინაციის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ კანონების მიღება მოითხოვა.
იმისათვის, რათა როსინ ჩიჩეკის მკვლელობის მსგავსი პრეცედენტი აღარ მოხდეს, მმართველმა პარტიამ და ყველა პოლიტიკურმა ინსტიტუტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ, თავისი ვალდებულებები პირნათლად უნდა შეასრულოს“, – განაცხადა ტანრიკულუმ, – წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა თანამზრახველები ხდებიან“.
კომენტარი