წკლიპურტით მოკლული ნიანგი
ინდონეზიის ერთ-ერთ სოფელში შამანმა ალიგატორი შელოცვით და შემდეგ „უწყინარი“ წკლიპურტით სიცოცხლეს გამოასალმა.
„დროა იმ ადამაინებმაც ირწმუნონ მაგიის, ვისაც ეს ყოველივე სრულ სისულელედ მიაჩნიათ“, - აღნიშნა აღნიშნული შემთხვევის შემდეგ „ყოვლისშემძლემ“.
აუცილებელია ამ სიტუაციაზე რამდენიმე სიტყვა ითქვას: ნინაგმა, რმელიც შამანმა მოკლა, სამი ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა. ამ ინცინდენტის შემდეგ კი სოფლის მაცხოვრებლებმა ალიგატორი მახეში გააბეს და დასახმარებლად 42 წლის ინდეტ სარაბონგს უხმეს.
შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა შამანმა, „კაციჭამიას“ ჯერ შეულოცა, რის შემდეგაც ნიანგი დამშვიდდა, შემდეგ მიუახლოვდა და ერთი შეხედვით „უწყინარი“ წკლიპური უთავაზა მას. ალიგატორმა კი თვალები დახუჭა და სიცოცხლესაც გამოესალმა.
სოფლის მაცხოვრებლები ინდეტს ნამდვილ გმირს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ამ ადამიანს მგავსი ვითარებიდან სოფელი არაერთხელ დაუხსნია.
კომენტარი