სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვხედავ, უფალი დაეშვა დედამიწაზე, ფეხშიშველია, თეთრი სამოსი აცვია, მან გამიღიმა და მითხრა..." - ლელა კაკულია

(რეზონანსი) ნათელმხილველი ლელა კაკულია ამტკიცებს, რომ მან უფალი იხილა, რომელმაც უთხრა, რომ ყველა მისი წინასწარმეტყველება ახდება.


"ვხედავ ამ წუთას, უფალი როგორ დაეშვა დედამიწაზე. იგი ფეხშიშველია და გრძელი, თეთრი სამოსი აცვია, წელზე უბრალო ბაწარი აქვს შემოხვეული. ღმერთო, რა ლამაზი და ნათელია იესოს სახე! სადაც კი ფეხს დგამს, ვხედავ, ყველაფერი იცვლება და სუფთავდება! ღმერთო, თვითონ უფალი ასუფთავებს საქართველოს!

მან გამიღიმა და მითხრა: "დაე, აღსრულდეს შენი დანახული ყოველი, უკვე ხილული და ჯერ კიდევ არახილული. ყველა მოკვდავი მიხვდება, სად არს ნათელი. ნუ შეგეშინდება! ყოველივე, რასაც ხედავ, ამცნე ქვეყანას და ხალხებს და ვაი მათ, ვინც შენ მოგეკარება! სწრაფად აგებენ პასუხს სხვების დასანახად! ამინ!

ვხედავ, უფალმა მთელს საქართველოს შემოუარა, მერე ბზა დამიდო ფეხებთან და გაქრა ზეცაში! ღმერთო, რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი!" - წერს ლელა კაკულია წიგნში "ახალი სიტყვა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100