4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დილა ყოველდღიური საქმეების შესრულებას დაუთმეთ. გადახედეთ წარსულში შესრულებულ ვალდებულებებს, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები; დააკვირდით დეტალებს.
კურო
დილას მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაუთმოთ. წარმატებული შუადღე გელით. ჩამოწერეთ ბავშვთან დაკავშირებული გეგმა სწავლის ან სპორტული აქტიურობის.
ტყუპი
დილით სამსახურის საქმეებს გულს ვერ დაუდებთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების მოგვარებას. მოიმატებს ხარჯი, კომუნიკაბელურობა. გაფრთხილდით, არ გაეხვათ აფერაში.
კირჩხიბი
დღის მეორე ნახევარი საქმეებითა და შეხვედრებით გექნებათ დატვირთული. ყური არ დაუგდოთ ჭორებს, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ფაქტებს.
ლომი
დილა დასვენებას, დღის განრიგის შედგენას დაუთმეთ. სამსახურში არ მოადუნოთ ყურადღება. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.
ქალწული
დღეს უთქვენოდ არც სამსახურის საქმეები მოგვარდება და არც - საოჯახო. შეიძლება განმეორდეს წარსულის მომენტები, ან გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებთანაც ადრე ახლობლობდით. ზომიერება გმართებთ კვებაში.
სასწორი
დაკვირვებულად იმუშავეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, მაგრამ არჩეულ კურსს ნუ გადაუხვევთ. ნუ დატოვებთ პასუხგაუცემელ კითხვებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
მორიელი
მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მარტო ნუ მიიღებთ; რჩევა გამოცდილ მეგობარს, სპეციალისტს ჰკითხეთ. თუ ახალი ბიზნესის დაწყება გაქვთ გადაწყვეტილი, კარგად მოიფიქრეთ ლეიბლი (სლოგანი, სახელი).
მშვილდოსანი
თქვენზე უკეთ საქმეს ვერავინ გააკეთებს. სხვის მიერ შესრულებული კი აუცილებლად გადაამოწმეთ. ერთდროულად ყველა ვალდებულების დღეს შესრულებას ნუ ეცდებით.
თხის რქა
დილა დასვენებას, სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ. დააკვირდით ხალხს თქვენ გარშემო, გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად.
მერწყული
გაერკვიეთ დეტალებში, მეტი დრო დაუთმეთ თითოეული საკითხის შესწავლას. განსაკუთრებით იმაში, რაც სასაცილო და უჩვეულო გეჩვენებათ. მოიცილეთ უსიამოვნო აზრები.
თევზები
დილა მეგობრებთან შეხვედრას, თვალსაწიერის გაფართოებას, სწავლას დაუთმეთ. შუადღიდან დანიშნეთ საქმეები და მოლაპარაკებები. ეცადეთ, წვრილმანებშიც კი არავინ მოგატყუოთ.
კომენტარი