გედევან ფოფხაძე ახალგაზრდებს შეხვდა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომ-ასპინძის გაერთიანებული საარჩევნო ოლქისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე ახალგაზრდებს შეხვდა.მისი თქმით, ქვეყნის მშენებლობაში ახალგაზრდობა მაყურებელი არ უნდა იყოს.
"თქვენ ყველა შემთხვევაში უნდა ჩაერთოთ ბორჯომის ცხოვრებაში, თქვენ უნდა იაქტიუროთ, რომსაჭირო გახდეთ ვინმესთვის. ახალგაზრდობა, რომელიც დღეს ბორჯომს ჰყავს, ბორჯომის ყველაზე დიდისიმდიდრეა, თქვენზეა დამოკიდებული ჩვენ ხალხს მოუვლით თუ არ მოუვლით და შესაბამისად,როგორც ვიზრუნებთ ახალგაზრდებზე ისეთი იქნება ბორჯომის მომავალი; რაც არ უნდა გაკეთდესრაიონში ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მას, როგორც ზოგადად კურორტის განვითარებისთვალსაზრისით, თუ ჩვენ ამ პროცეს არ დავაწიეთ განათლებული, ნიჭიერი, ენერგიული, მოტივირებულიდა თავისროლ განსაზღვრული ახალგაზრდობა , რომლებსაც უნდა განესაზღვროს როლი ბორჯომისმშენებლობაში. ახლავე, ამ ეტაპზე არ უნდა დაელოდნონ ისინი ჩვენ როდის წავალთ ბორჯომისცხოვრებიდან... ჩვენ თანამონაწილენი უნდა გავხდეთ და ერთად უნდა ვიზრუნოთ ბორჯომის უკეთესმომავალზე. თქვენ თქვენი სიტყვა უნდა თქვათ ბორჯომელებმა, დვირელებმა, ახალდაბელებმა", -განაცხადა გედევან ფოფხაძე. (R)
კომენტარი