გადახედეთ სტატუსებს: Facebook-მა 2011 წლის თემები და ადამიანები სტატუსების საფუძველზე დაასახელა
Facebook-ის სპეციალურმა ჯგუფმა 800 მილიონი მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატუსები და პუბლიკაციები შეისწავლა და დაამუშავა, რათა 2011 წლის ყველაზე საინტერესო მოვლენები და წლის ყველაზე პოპულარული ადამიანები დაესახელებინა. „ფეისბუქის“ ინგლისურენოვანი მომხმარებლების სტატუსების მიხედვით, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი 10 თემა (ან/და მოვლენა) ასე დახარისხდა:
ბინ ლადენის სიკვდილი
სუპერთასისთვის მატჩში Green Bay Packers-ის გამარჯვება
ქეისი ენტონის უდანაშაულოდ ცნობა
ჩარლი შინი
სტივ ჯობსის გარდაცვალება
სამეფო ქორწილი დიდ ბრიტანეთში
ემი უინჰაუზის გარდაცვალება
Call of Duty: Modern Warfare 3
ლიბიაში საომარი მოქმედებების დაწყება
ქარიშხალი „აირინი“.
„ფეისბუქის“ დაინტერესების საგანი მხოლოდ წლის განმავლობაში პოპულარული თემები არ ყოფილა და სხვადასხვა „ნომინაციაში“ გამარჯვებულებიც გამოავლინეს. ასე მაგალითად, წლის ყველაზე პოპულარულ მსახიობად მეგან ფოქსი დასახელდა, ყველაზე პოპულარულ ფილმებს შორის კი პირველობა არავის დაუთმო „ჰარი პოტერმა“. წლის სერიალად „ექიმი ჰაუსი“ დაასახელეს.
საინტერესოა, რომ იმ მუსიკოსებსა და მომღერლებს შორის, რომლებსაც წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად ახსენებდნენ „ფეისბუქში“, პირველი ადგილი რიანამ დაიკავა. მას სულ ცოტათი ჩამორჩა ბობ მარლი.
წლის კომპოზიციად „ფეისბუქის“ მომხმარებელთა მხრიდან ყველაზე ხშირად მოხსენიებული და გაზიარებული იყო რიანასა და კელვინ ჰარისის ერთობლივი ნამუშევარი «We Found Love»;
მეორე ადგილზე ქეით პერის «Last Friday Night (T.G.I.F.)», ხოლო მესამეზე ჯგუფ LMFAO-ს მიერ შესრულებული «Sexy And I Know It» დასახელდა.
კომენტარი