
სააკაშცვილი ცოლ-შვილთან ერთად ალბანეთში გაემგზავრა
მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის პირადი მოწვევით ოჯახთან ერთად ალბანეთში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა ალბანეთის უნივერსიტეტში, ტირანაში და ინტერვიუ მისცა ქვეყნის წამყვან ტელეარხებს.
ასევე გაიმართა შეხვედრა როგორც თავად პრემიერ-მინისტრ ედი რამასთან, ისე ალბანეთის მთავრობის სხვა მინისტრებთან.
ხვალ კი იგეგმება სანდრა რულოვსისა და ლინდა რამას, ალბანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის, შეხვედრა.
კომენტარი