
ილია მეორე შოთა ქარსელაძის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შოთა ქარსელაძის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„დიდია განსაცდელი, რომლის წინაშეც თქვენ აღმოჩნდით, მაგრამ შოთას მიერ გადადგმული ნაბიჯი, მთელი მისი ცხოვრების მწვერვალია. უფალი ბრძანებს: ,,არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის (ინ.15:13). ბუნებით ისედაც გამორჩეულმა, სამშობლოს გულშემატკივარმა შოთამ ამის მაგალითი უჩვენა საზოგადოებას.
თქვენ გლოვა არ გმართებთ, რადგან ასეთნი უფლის სავანის მკვიდრნი ხდებიან; ,,პატიოსან არს წინაშე ღვთისა სიკვდილი წმიდათა მისთა,“ – აღნიშნულია წერილში.
შეგახსენებთ, ორთაჭალაში, მტკვარში 14 წლის გოგოს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. შოთა ქარსელაძემ მისი გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
კომენტარი