
ილია მეორემ საქართველო-რუსეთის საზღვართან, დარიალის ხეობაში მშენებარე სამონასტრო კომპლექსი მოინახულა
სრულიადსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველო-რუსეთის საზღვართან, დარიალის ხეობაში მშენებარე სამონასტრო კომპლექსი მოინახულა.
მისმა უწმინდესობამ დარიალის ხეობაში სამონასტრო კომპლექსის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღესვე მან სოფელ სნოსთან მიმავალი ახალი გზაც დაათვალიერა.
ცნობისთვის, სნო-ახალციხე-ჯუთას გზის ოთხკილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.
პროექტი, რომელიც 948 143 ლარი ჯდება, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
კომენტარი