
რუსი ოკუპანტები აფხაზეთში მასშტაბურ წვრთნებს ატარებენ
რუსეთის საოკუპაციო ჯარის ქვედანაყოფები აფხაზეთში მასშტაბურ წვრთნებს ატარებენ - ამის შესახებ რუსეთის არმიის სამხრეთი ოლქის შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია.
წვრთნებში, რომელიც რუსული სამხედრო ბაზის პოლიგონზე მიმდინარეობს, 2 500 ჯარისკაცი და 600 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. ასევე, მასში ჩართულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითებისა და მოტომსროლელთა ქვედანაყოფები.
კომენტარი