
iPhone+ მომხმარებელს iPhone-ის დაბლოკვის საფრთხეზე აფრთხილებს
აიპლიუსი, მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, განცხადებას ავრცელებს: "iPhone+ის სახელით Facebook-ზე გაურკვეველი წარმომავლობის გვერდები, მომხმარებელს არასწორ ინფორმაციას აწვდიან, სხვადასხვა ვირუსულ ლინკებს უგზავნიან, iCloud-ის პაროლს ართმევენ და შემდეგ ტელეფონს უბლოკავენ.
გაურკვეველი წარმოშობის Facebook-გვერდები, რომლებიც ჩვენს სახელს იყენებენ, მომხმარებლების ნდობის მოსაპოვებლად უგზავნიან ჩვენი თანამშრომლების სურათებს, რომელიც აღებული აქვთ ჩვენი თანამშრომლების პირადი Facebook-გვერდიდან".
აიპლიუსი მომხმარებლებს აფრთხილებს, არავითარ შემთხვევაში, არ გადასცენ iCloud-ის ინფორმაცია სხვა პირს. მსგავსი მიმოწერის შემთხვევაში არ გახსნან ლინკები.
"ჩვენი Facebook-გევრდებია iClub.Ge და iPlus.Ge ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდით 0322196060-ს", - აცახადებენ iPhone+ში.
კომენტარი