
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინე გრიშჩენკო დღეს ოფიციალური ვიზიტი საქართველოს ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და ტარას შევჩენკოს ძეგლს გვირგვინით შეამკობს.
შეხვედრებზე საქართველო-უკრაინის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის 2011-2012 წლების კონსულტაციების გეგმას მოეწერება ხელი.
კომენტარი