ვარაუდობენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა წნევის დამწევი პრეპარატის 20 აბი ერთდროულად მიიღო
მედიკამენტის შეკვრას, რომელიც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ჩანთიდან ამოიღეს, 20 აბი აკლდა. ამის შესახებ imedinews-ი წერს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში მედიკამენტები შეიძინა.
„პრაიმტაიმისთვის“ კი ცნობილი ხდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში ნაპოვნი მედიკამენტი მეტაპროლოლის ტარტრატია.
ახლა გამოძიება იმის დადგენას ცდილობს, არის თუ არა აღნიშნული პრეპარატი გარდაცვლილის კუჭის მასაში და სისხლში.
კომენტარი