სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სექსუალური მოძალადე ქალი

მიუნჰენის ერთ–ერთი კვარტალის მცხოვრებლები მოწმენი გახდნენ საოცარი სურათისა – თუ როგორ გამოვარდა აივანზე მამაკაცი და როგორ უხმობდა სასოწარკვეთილი პოლიციას. აღმოჩნდა, რომ იგი ცდილობდა დასხლტომოდა ქალს, რომელიც სარეცელისაკენ უხმობდა სასიყვარულო ურთიერთობების გასაგრძელებლად, მას კი ძალა აღარ შესწევდა.

საქმე შემდეგში გახლდათ: მამაკაცმა გაიცნო თავისზე ოთხი წლით უფროსი ქალი და მივიდა მასთან სტუმრად. მათ რამდენიმეგზის ჰქონდათ სექსუალური აქტი, რის შემდეგაც კაცმა გადაწყვიტა შინ დაბრუნება, მაგრამ ქალმა კარი დაუკეტა.

მასპინძელმა აიძულა სტუმარი მიბრუნებოდა სარეცელს და მანაც, როგორც შეძლო, თავი გაართვა მამრის ფუნქციას; მაგრამ ქალმა ამის შემდეგაც არ გაუშვა და აიძულებდა, ღამითაც დარჩენილიყო „სასიყვარულო ღამის" გასამართად. სწორედ მაშინ იყო, არაქათგამოცლილი კაცი რომ გამოვარდა აივანზე.

მის დაძახილზე მოსულ პოლიციელებს ქალმა შესთავაზა, შეეცვალათ დაღლილი საყვარელი, რაზეც, მისდა სამწუხაროდ, არცერთი პოლიციელი არ დათანხმდა.

ქალს სერიოზული დანაშაულის გამო მოუწევს წარდგომა სამართალდამცავი ორგანოების წინაშე – მას ბრალად ედება სექსუალური ძალადობა და ადამიანის ჩაკეტვა, მისი სურვილის წინააღმდეგ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100