აჭარის მუზეუმების თანამშრომლების სამუშაო ვიზიტი პოლონეთში
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - „კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“ - ფარგლებში ადგილობრივი მუზეუმების 5 თანამშრომელი 2016 წლის 20 ნოემბერს პოლონეთში გაემგზავრა. 4 დღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები და გაცნობითი ხასიათის ტურები სილეზიის რეგიონში არსებულ მუზეუმებში.
წარმომადგენელთა შორის არიან ქედის, ქობულეთის და ბათუმის 3 მუზეუმის თანამშრომლები. პროექტის განხორციელება მათ საშუალებას მისცემს, გაეცნონ მუზეუმის მართვის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს, გაიზიარონ წარმატებული პოლონური გამოცდილება და დაგეგმონ მათი განხორციელების გზები.
პროექტის - „სამუზეუმო სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“ - პირველ ეტაპზე მიმდინარე წლის აპრილის თვეში ბათუმში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა 4 პოლონელი ექსპერტ. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები და ვორქშოფები სამუზეუმო სფეროს განვითარებისა და კულტურული ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.
პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია სილეზიის ოლქის სამმართველო, სილეზიის კულტურის დეპარტამენტი და სილეზიის მუზეუმი.
კომენტარი