
12 მაისს, 09:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში (მარჯანიშვილის 7) გაიმართება ტექნიკური სავაჭრო ფორუმი, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას
ფორუმი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ინიციატივით, თიბისი ბანკისა და EBRD-ს მხარდაჭერით, იმართება.
ფორუმის მთავარი თემაა: ვაჭრობის დაფინანსების სფეროს მიღწევები და გამოწვევები.
ღონისძიებას გახსნის თიბისი ბანკის დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
სიტყვით გამოვლენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე,
ასევე საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი.
კომენტარი