სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ჯაშუშობა - ოპოზიცია ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების ორი მუხლით დაწყებას ითხოვს
სახელმწიფო სტრუქტურები ერთობლივად მუშაობენ, როგორ არ დადგინდეს სიმართლე და როგორ არ დაიწყოს გამოძიება,“ - ეს განცხადება „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან სამუშიამ გააკეთა.
სამუშია ხელისუფლების მცდელობას ეხმაურება, რომელიც ცდილობს საქმე ჩაფარცხოს და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაიწყოს. სამუშიას თქმით, გამოძიება ჯაშუშობის მუხლით უნდა დაიწყოს.
გამოძიების დაწყების უტყუარი საფუძველი არსებობს, ვინაიდან იმაზე მეტი და მაღალი სანდოობის წყარო, როგორიც არის აშშ და მათი სახელმწიფო დეპარტამენტი, მგონი არ არსებობს და იქ პირდაპირ არის საუბარი, რომ ფარცხალაძე - ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე - რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ და საქართველოს ინტერესების საზიანოდ, საქმიანობდა, იყენებდა თავის გავლენებს და შესაძლებელია, ჯაშუშობითაც დაიწყოს გამოძიება,“ - ამბობს სამუშია.
კომენტარი