
შაკირა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა
თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბარაკ ობამამ კოლუმბიელი პოპ-მომღერალი შაკირა ესპანურენოვანი მოსახლეობის განათლების გაუმჯობესების საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა ჯგუფში ჩართო.
34 წლის შაკირა ქველმოქმედებითაცაა ცნობილი. ჯერ კიდევ 90-იან წლებში მან დაარსა „ფეხშიშველთა ფონდი“, სადაც თავს უყრიდა თანხას ლათინური ამერიკის სკოლების იმ მოსწავლეთა დასახმარებლად, რომლებიც ღარიბი ოჯახებიდან არიან.
კომენტარი