სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი: „ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა წარსულში დააბრუნოს“

28 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში „ერთ–ერთი სერიოზული ოპოზიცია“ ცდილობს ქვეყანა წარსულში დააბრუნოს, თუმცა ამგვარი მცდელობა წარუმატებელი იქნება, რადგანაც მას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა.
„საქართველოში ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიცია ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს. ვფიქრობ, წარსულში დაბრუნება აქ არავის უნდა, თუმცა, შესაძლოა, მოქალაქეების 10-15 პროცენტს უნდოდეს, მაგრამ ეს მომაკვდავი მენტალიტეტია და უკან დაბრუნების შანსი არ არსებობს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა უკრანელ ბიზნესმენებთან და უკრაინის ვიცე–პრემიერთან სერგეი ტიგიპკოსთან შეხვედრაზე თბილისში.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა: „ჩვენ არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ იდეალურები ვართ“ და რომ პრობლემები კვლავ რჩება, მაგრამ საქართველომ რეფორმების გზით პროგრესს მიაღწია და ქვეყნის განვითარების პროცესი შეუქცევადია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100