
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი ოთხით გაიზარდა და 805 გახდა.
ექვსით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და 650 გახდა.
stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმშია 2424 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კომენტარი