
გელა დაიაურის ფიქრი გადაგვარებაზე
ზოგჯერ გავიფიქრებ, გავგიჟდე
და
ვთქვა, ნამუსგარეცხილი
ქალის შვილი ვიყო,
ხშირად შევიგინო, _ ჩემი
დედა!..
ტრადიცებიდან გავირიყო.
არვინ გაიკვირვოს, _
შეიძლება,
გაპრანჭულ ლაპარაკად
დავიღვენთო,
თმა გადავიშალო კულულებად,
ცხვირზე საყურე გავიკეთო.
ვინატრო ანტალია, ან
ის `რიო~
სულ არ გავიხსენო ვარძია,
როკზე და რემიქსზე გადვირიო,
ქართულზე ჩავიუბნო:
_ `ბანძია~ ...
კანაფი გავაბოლო, კუბები
მოვითვალო,
ვაჟკაცს ვაჟკაცური არ
ვუთხრა,
სამჯერ გათხოვილი ცოლად
მოვიყვანო,
გერები მივიღო საკუთრად.
კაცმა, ვიწუწუნო: დედა,
მამა, მშია!
ან ვინმეს ჯიბეს ხელი
ჩავუყო,
დავკარგო ყველაფერი რაც
კი გამაჩნია,
მაგრამ ... ქართველობას
რა ვუყო.
კომენტარი