
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური განცხადება - გაფრთხილება მოსახლეობას მოსალოდნელი შტორმის შესახებ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აჭარის რეგიონში დამსვენებლებს მოსალოდნელი შტორმის შესახებ აფრთხილებს.
„დღეს, 4 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საშტორმო ვითარებაში, ბოლო 5 საათის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა ზღვაზე 4 მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი გადაარჩინეს.
კომენტარი