
თიბისი ბანკის ბანკომატებს ახალი ფუნქციონალი დაემატა
თიბისის ბანკომატებიდან თანხის გამოტანა უკვე ბარათის წამკითხველზე ბარათის ან სტიკერის ერთი შეხებით არის შესაძლებელი.
ახალი ფუნქციონალი საშუალებას იძლევა, თანხა ჩვეულებრივზე 2 -ჯერ უფრო სწრაფად გაანაღდოთ. ამას გარდა, თავიდან აიცილებთ ბანკომატში ბარათის დარჩენის რისკს.
ახალი ფუნქციონალით სარგებლობა ძალიან მარტივია: ბარათის წამკითხველზე დადების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება პინ-კოდის შეყვანის ფანჯარა. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შეიყვანს პინ-კოდს, ის გაანაღდებს მისთვის სასურველ თანხას.
ბანკომატიდან თანხის უკონტაქტოდ გატანის ფუნქციონალი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ის თითქმის ყველა წამყვან ბანკს აქვს.
კომენტარი