
ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა - ბორჯომში ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა
ბორჯომთან ახლოს, მწვანე მონასტრის ტერიტორიასთან, ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. არის მსხვერპლი. ისინი დღეს „ბოლო ზარს" აღნიშნავდნენ.
მანქანაში 4 მოსწავლე იმყოფებოდა, ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენი 3 კი, ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში გადაჰყავთ.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა „კურიერს" განუცხადა, ერთ-ერთი მოსწავლე გოგონა მათთან მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარი