
დღეს ირაკლი ოქრუაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე არის ჩანიშნული.
ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
კომენტარი