სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წარმომადგენლობით კრებას "ეროვნული ფორუმიც" უერთდება

"წარმომადგენლობითი სახალხო კრების~ ჩატარების დღე - 25 ნოემბერი ახლოვდება და ამ დღის მოახლოებასთან ერთად ქართული ოპოზიციური სპექტრი საზოგადოებას და კრების წარმომადგენლებს სიურპრიზებს უკეთებს. დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 25 ნოემბრისთვის დაგეგმილ "წარმომადგენლობით სახალხო კრებას" "ეროვნული ფორუმიც" შეუერთდება.
დსფსდფდსფს
კახა შარტავას თქმით, თუკი სამოქალაქო საზოგადოების თანხმობა იქნება, ისინი მზად არიან, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მოლაპარაკებები დაიწყონ და 25 ნოემბრის შეკრების ორგანიზატორ, "სახალხო კრებასთან" ერთად, ოპოზიციაც იყოს. შარტავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ფორუმი" მზად არის ჩაატაროს ეს მნიშვნელოვანი შეკრება და ლაპარაკიდან საქმეზე გადავიდნენ.
დსფსდფდსფს
"გამოიკვეთა "სახალხო კრება", რომელმაც რამდენიმე თვის განმავლობაში კარგად იმუშავა. კრებაზე უნდა დაისვას კითხვა, თუ რას უპირებს ხალხი ხელისუფლებას და ქვეყნის მომავალს, ჩვენ ვერ მივატოვებთ ამ ღონისძიებას", - განაცხადა შარტავამ. თუმცა, "ეროვნული ფორუმიც", სხვა ოპოზიციური ძალების მსგავსად, სულ რამდენიმე კვირის წინ "სახალხო კრებასთან" შეერთებას კატეგორიულად გამორიცხავდა.
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ფორუმის გადაწყვეტილებას მიესალმა და იმედოვნებს, რომ "ეროვნული ფორუმის" გარდა, "სახალხო კრებას" სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან.
დსფსდფდსფს
"თუკი ქუდზე კაცი გამოვა და ქართველი ხალხის ხმას გააგონებს ხელისუფლებას, ის სწრაფად დამთავრდება", - აღნიშნავს ბურჯანაძე.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ "სახალხო კრებას" გუგული მაღრაძეს "ქალთა პარტიაც" შეუერთდება.. "ჩვენი საქართველო-თავისუფალ დემოკრატებს" ხელისუფლების შეცვლა შეკრებებისა და აქციების გზით, სერიოზულად არ მიაჩნიათ, ასე რომ, ალასანიას პარტია საეჭვოა, რომ კრებას შეუერთდეს. გადაიფიქრებენ და შეუერთდებიან თუ არა "სახალხო კრებას" "ეროვნული ფორუმის" მსგავსად სხვა ოპოზიციური პარტიები, მალე გამოჩნდება”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100