სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი გალერეა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

თიბისი გალერეაში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხატვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა, „ხატვის მაგისტრები“ გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია განსხვავებულ თემატიკაზე შექმნილი 40-ზე მეტი ნამუშევარი.

7 ახალგაზრდა ხელოვანის ხელწერა და მსოფლმხედველობა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, აბსტრაქტულ და რეალისტურ ნამუშევრებს მხოლოდ საგამოფენო სივრცე აერთიანებთ. ნამუშევრებში სხვადასხვა მასალაა გამოყენებული, მათ შორის ზეთის საღებავები და გრაფიტი.

სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გამოფენა თიბისი ბანკსა და სამხატვრო აკადემიას შორის რამდენიმე თვის წინ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება.

მემორანდუმის მიხედვით, სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის რესტავრაციის პროცესის დასრულებამდე, აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები საკუთარ სასწავლო და შემოქმედებით პროექტებს თიბისი ბანკის როგორც თბილისის, ასევე ბათუმისა და ქუთაისის საგამოფენო სივრცეში გამოფენენ.

სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრებს თიბისი გალერეა მემორანდუმის ფარგლებში უკვე მეორედ მასპინძლობს.

„ხატვის მაგისტრები“ დამთვალიერებელს 16 აპრილამდე ელოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100