
ლენუკა ყიფშიძე კულტურის სამინისტროს პასუხობს - ნახეთ რას წერს მსახიობის ქალიშვილი
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მედიაკომუნიკაციის სამმართველოს უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის, ინტერვიუს ზურა ყიფშიძის შემოსავლებთან დაკავშირებით, მსახიობის ქალიშვილი ეხმაურება:
"ამ ბიჭთან მინდა პირისპირ გასაუბრება, ვინ არის საერთოდ ვის დაეკარგა? გამაცანით რა ძალიან გთხოვთ, თუ ვინმე იცნობთ.." - წერს ლენუკა ყიფშიძე.
შეგახსენებთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მედიაკომუნიკაციის სამმართველოს უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ზურა ყიფშიძის შემოსავალთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა: "ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ხელფასი 400 ლარს შეადგენს... ვიტყვი, რომ მას ყოველთვიურად ხელფასი რამდენიმე ინსტიტუციიდან ერიცხება. აქედან ორი თეატრია: თუმანიშვილის და მარჯანიშვილის, მას ასევე აფინანსებს ფონდი „ქართუ" და შემოსავალი აქვს ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან", სადაც ის გადაცემის წამყვანია".
კომენტარი