
სკანდალი: ქართველ პარასპორტსმენზე ტოკიოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ტოკიოში საქართველოს პარალიმპიური დელეგაცია სკანდალში გაეხვა. იაპონური სააგენტო JapanToday-ს ინფორმაციით, ქართველ პარაძიუდოისტზე ადგილობრივმა პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ერთ-ერთი ქართველი პარასპორტსმენი სასტუმროს თანამშრომელზე თავდასხმაშია ბრალდებული, მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.
მედიის ინფორმაციით, ტოკიოში ჩასულ საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთ წევრს აეროპორტში კორონავირუსიდაუდასტურდა, რის გამოც ოლიმპიადაზე შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, მთელი გუნდი იზოლირებულ სასტუმროში მოათავსეს.
12 აგვისტოს სასტუმროს დაცვის თანამშრომლებმა დერეფანში ხმაური გაიგონეს, ერთ-ერთი მცველი, რომლის ასაკიც 60 წელია მათ გაჩუმებას ეცადა და საკუთარ ნომრებში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
კომენტარი