
"ჩემს ძმას ტყვიამ ფილტვი გაუხია. ექიმებმა ტყვია არ გვაჩვენეს, მაგრამ თქვეს, რეზინის იყოო"
სოციალურ ქსელში გიორგი მასხარაშვილი პარლამენტთან აქციაზე დაშავებულ დიმიტრი არსანისზე წერს.
მისი ინფორმაციით, დიმიტრის ტყვიამ ფილტვი დაუზიანა.
„გაიცანით – ჩემი ძმა, დიმიტრი არსანისი. მას ტყვიამ ფილტვი გაუხია. ექიმებმა ტყვია არ გვაჩვენეს, მაგრამ თქვეს, რეზინის იყოო. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, რეზინის ტყვია ფილტვშიც თუ აღწევს…" - წერს მახარაშვილი.
კომენტარი