
ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1178 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილითა რაოდენობამ კი 135-ს მიაღწია
ირანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1178 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ეს კოორნავირსით ინფიცირებულთა ზრდის რეკორდული მაჩვენებელია.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 135 ადამიანი.
ამგვარად კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა ირანში 988-ს მიაღწია.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ გამოვლენილია დაავადების 16 169 შემთხვევა.
კორონავირუსის გავრცელების გამო ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
კომენტარი