
ღარიბაშვილებისა და კლინტონების შეხვედრა აშშ-ში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და მისი მეუღლის - ჰილარი კლინტონის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. მიღებას მსოფლიო პოლიტიკური ელიტის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ. ჰილარი და ბილ კლინტონებთან საუბრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა და ნუნუკა თამაზაშვილმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
კომენტარი