
ედუარდ შევარდნაძე: 2008 წელს რუსეთს ომის დაწყება არ სურდა
„2008 წელს რუსეთს სამხრეთ ოსეთში ომის დაწყება არ სურდა, ეს მის ინტერესებში არ შედიოდა“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. ამის შესახებ „აფსნი პრესი“ იუწყება.
მისი თქმით, ტალიავინის კომისიამაც დაადასტურა, რომ „პირველად საქართველომ ისროლა“.
„თუ საქართველო ცხინვალში ჯარს არ შეიყვანდა, რუსეთ- საქართველოს ომი არ დაიწყებოდა“, - აღნიშნა შევარდნაძემ და ცხინვალში ქართული ჯარის გაგზავნის შესახებ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას „შეცდომა“ უწოდა.
„ევროპელი პარტნიორების ძალისხმევა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის პროვოკაციების ასაცილებლად უნდა გამოგვეყენებინა და არა შემდეგ, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად“, - განაცხადა შევარდნაძემ.
კომენტარი