
ქორწილი გლდანში - რესტორანი 10 000 ლარით დააჯარიმეს
შრომის ინსპექციამ თბილისში, გლდანში, 10 000 ლარით დააჯარიმა რესტორანი, სადაც ქორწილი იმართებოდა.
აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა აჭარაშიც.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სოციალური ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში - დაილუქება
კომენტარი