შოუ–ბიზნესის 11 ჯუჯა
პატარა ადამიანებზე მრავალი გამონათქვამები არსებობს მსოფლიოს ისტორიაში. ერთ–ერთი მაგთგანი ასე ჟღერს: „პატარა ქალები სიყვარულისთვის, დიდები კი მუშაობისთვის არსებობენ.“ ცნობილი ადამიანები თავიანთი მაგალითით ამტკიცებენ, რომ სიმაღლე წარმატების აუცილებელი პირობა არ არის.
მთავარი ცნობილი „ჯუჯა“, რომელსაც საკუთარი სიმაღლე საერთოდ არ ადარდებს, უფრო მეტიც - ამის საშუალებით შეუდარებელ კარიერას იქმნის, დენი დე ვიტოა. 66 წლის მსახიობის სიმაღლე 152 სანტიმეტრია.
მერი კეიტ ოლსენი კი 155 სანტიმეტრის სიმაღლისაა. მისი და - ეშლი, ალბათ, ბავშვობაში უფრო მეტ ფაფეულს მიირთმევდა და დაზე 5 სანტიმეტრით მაღალია. კრისტინა რიჩმა კი 155 სანტიმეტრზე დიდი ვერ გაიზარდა. სელმა ჰაიეკი 156 სანტიმეტრია. შაკირა კი ერთი სანტიმეტრით მასზე მაღალი – 157 სანტიმეტრია და ანალოგიური სიმაღლისანი არიან ჰილარი დაფი, ევა ლონგორია, ჰაიდენ პანეტერი დ კაილი მინოუგი. რაც შეეხება სეტ გრინს, მან გაზრდა 163 სანტიმეტრამდე მოახერხა. მეთერთმეტე ადგილზე კი ვარსკვლავ ჯუჯებში ყველაზე მაღალი, შეუდარებელი რეჟისორი მარტინ სკორსეზეა.
კომენტარი