
ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი თბილისი და ცნობილი ქართველების სტატუსები ამ თემაზე
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდა, საუბარია მთაწმინდა-ბაგების, ვაკის რაიონის, დაბა წყნეთის, საბურთალოს ნაწილის, ნუცუბიძის დასახლებისა და დიღმის მასივის ნაწილზე.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა და ფეისბუქზე უშუქობას სტატუსები ცნობილმა ქართველებმაც მიუძღვნეს.
გოჩა თანდარაშვილი: უკვე იმდენჯერ ქრება შუქი, რომ სტატუსისთვის ხუმრობებსაც ვეღარ ვიგონებ
ნინა წკრიალაშვილი: შუქიიიიიიიიიი მინდა მარტო შუკი. არც თვითმფრინავი, არც სოლო კონცერტი არც ალმასები. მარტო შუქი. გთხოვთ.
ნუგზარ წიკლაური: სიბნელე მოიპარება სინათლეს სული ამოჰხდა. ქალაქში შუქის წასვლამ ვაჟა გამახსენა. მადლობა ბატონ ბიძინას.
კომენტარი