
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის საელჩო მიღებას მართავს
ამერიკის საელჩო აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დღეს მიღებას მართავს.
როგორც "პირWელს" საელჩოს პრეს-სამსახურში განუცხადეს, საელჩოში ოფიციალური მიღება 17:00 საათზე დაიწყება, მოწვეულ სტუმრებს კი ამერიკის ელჩი ჯონ ბასი მიმართავს.
ღონისძიებას ხელისუფლების, ოპოზიციისა და დილპომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მიღება პრესისთვის დახურულია. ღონისძიებას 15 წუთის განმავლობაში მხოლოდ ტელეოპერატორები გადაიღებენ.
კომენტარი