
"ОСинформ"-ს პრობლემები აქვს
ფინანსების არქონის გამო ოსურ სააგენტ "ОСинформ"-ს პრობლემები შეექმნა.
როგორც საიტზე განთავასებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსების არქონის გამო უახლოეს პერიოდში საიტის მუშაობაში შეფერხებებია მოსალოდნელი.
"ივნისის დასაწყისში სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ რესპუბლიკის მედია-საშუალებებისთვის მატერიალური მხარდაჭერის განრიგი განსაზღვრა, თუმცა ჩვენი სააგენტო დაფინანსებულ გამოცემებში ვერ მოხვდა. ბოდიშს გიხდით ჩვენი საიტის მუშაობაში შესაძლო პაუზებისა და მასალების სავარაუდო შემცირების გამო და ვიმედოვნებთ, რომ პორტალ ოსინფორმ.რუ-ს მუშაობა მალე ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი