![](img/multimedia/a80888_big.jpg)
უბედური შემთხვევა ქუთაისში - შუა ხნის მამაკაცი ჩარხში მოყვა და დაიღუპა
დღეს დილით ქუთაისში, ავტომექანიკურ ქარხანაში უბედური შემთხვევა მოხდა - 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ჩარხში მოყვა და დაიღუპა.
ადგილზე უბედურ შემთხვევას ადასტურებენ, თუმცა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა 170-ე მუხლით აღიძრა, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი