სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყოველთვის გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი" - კარდაშიანის ტრანსგენდერ მამინაცვალს კანის კიბო აქვს და ნახეთ, რა დაემართა სახეზე

სიმსივნე ოცდამეერთე საუკუნის გადაუჭრელი პრობლემაა. უამრავი სამედიცინო წინსვლის მიუხედავად, ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება კიბოს გართულებული ფორმით. დაწყებით სტადიაშიც კი მისი მკურნალობა გამოჯანმრთელების 100%-ან გარანტიას მაინც არ იძლევა.

უამრავი ცნობილი ადამიანი გამხდარა ამ დაავადების მსხვერპლი. ბევრი ფულისა და გავლენის მიუხედავად, ისინიც ვერ ახერხებენ ამ პრობლემასთან გამკლავებას. სულ ცოტა ხნის წინ ამერიკელ ვარსკვლავს, ტრანსგენდერ კეიტლინ ჯენერს, წარსულში ბრიუსის სახელით ცნობილსა და კარდაშიანის ყოფილ მამინაცვალს კანის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა.

68 წლის ჯენერმა 2015 წელს შეიცვალა სქესი. ის კარდაშიანების რეალითი შოუს შემდეგ ამერიკაში და არა მარტო იქ, პოპულარული ადამიანია. ახლა კი ბაზალური უჯრედის კარცინომას ებრძვის, რომელმაც სახეზე იჩინა თავი. ეს არის კიბოს სახეობა, რომელიც ვითარდება კანის ისეთ ადგილებზე, სადაც მზის გავლენა ძალიან დიდია. დაავადების გამომწვევი მიზეზი ძირითადად ულტრაისფერი სხივების ხანგრძლივი მოქმედებაა. ამისთვის კი საჭიროა მზისგან დამცავი კრემის გამოყენება.

კეიტლინი მიმართავს საზოგადოებას, რომ სილამაზისა და კარგი რუჯის დაუცხრომელ სურვილს ნუ შესწირავენ საკუთარ ჯანმრთელობას, აუცილებელია მზისგან დამცავი კრემების გამოყენება და სოლარიუმებში ნაკლები ვიზიტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100