სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიღომში მამაკაცი მოკლეს - შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

დიღომში, ჩაჩავას ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული ერთ-ერთი ავტოსერვისის ღამის დარაჯია. გავრცელებული ცნობით, 68 წლის ზვიად ყამარაული სამსახურში მისვლისას თანამშრომლების და უცნობი პირების ჩხუბს შეესწრო, რა დროსაც მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.

შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 1986 წელს დაბადებული ლაშა კ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მინდია მ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს, ღამით, თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბრალდებულებს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ ამავე სახელოსნოს დარაჯთან - 1947 წელს დაბადებულ ზვიად ყ-თან, რომელსაც სახის არეში მრავლობით დაზიანება მიაყენეს. ზვიად ყ. მიყენებული მძიმე დაზიანებებისგან შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლაშა კ. და მინდია მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100