
იშვიათი სენით დაავადებული გოგონა დედამ ავადმყოფობის გამო მიატოვა
ჩინეთის სოფელ ჩანგშანის მცხოვრები 6 წლის გოგონა, ჩჟაო კსინრუნი იშვიათი სენით არის ავად. მას გოგონა-კატა შეარქვეს რადგან სხეულის დიდი ნაწილი ხშირი ბეწვით აქვს დაფარული.
გოგონას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან შვილის ავადმყოფობის გამო დედამ ოჯახი მიატოვა, მამა კი ჩჟაოს სამკურნალოდ ფულს აგროვებს.
6 წლის გოგონას ტანზე ბეწვმა ზრდა ერთი წლის წინ დაიწყო, მაშინ ექიმებს ეგონათ, რომ გოგონას სხეულზე ხალები ამოსდიოდა თუმცა ბეწვი ნელ-ნელა გახშირდა და პირველადი ვერსია გამოირიცხა.
„გული მიკვდება, როდესაც ჩემს ქალიშვილს ვუყურებ. მეუბნებიან, რომ მისი მკურნალობა შეიძლება, მაგრამ ჩვენ ფული არ გვაქვს“ - აცხადებს გოგონა-კატას მამა და საქველმოქმედო ორგანიზაციების იმედი აქვს.
კომენტარი